ახალი ამბები

Facebook-მა სპუტნიკთან დაკავშირებული ასობით ყალბი გვერდი და ანგარიში წაშალა

17 იანვარი, 2019 • 1689
Facebook-მა სპუტნიკთან დაკავშირებული ასობით ყალბი გვერდი და ანგარიში წაშალა

Facebook-მა სპუტნიკთან დაკავშირებული ასობით ყალბი გვერდი და ანგარიში წაშალა. სოციალური ქსელის ინფორმაციით, ამ გვერდებით სამიზნე აუდიტორია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები იყვნენ. Facebook-ის კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელი ამბობს, რომ 364 გვერდი დაკავშირებული იყო რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სააგენტოს, სპუტნიკის თანამშრომლებთან.

“მიუხედავად მათი დაფარული ვინაობისა, ჩვენ დავადგინეთ ამ გვერდებისა და ანგარიშების სპუტნიკის თანამშრომლებთან კავშირი,”-აცხადებენ Facebook-ში.

Facebook-ის ინნფორმაციით, გვერდების წარმოჩენა ხდებოდა ისე, თითქოს ისინი დამოუკიდებელი მედიასააგენტოები იყვნენ, ზოგიერთი მათგანს კონკრეტული მიმართულებაც ჰქონდა არჩეული ,როგორიცაა სპორტი, ეკონომიკა და ა.შ. ამის მიუხედავად, მათი დიდი ნაწილი ხშირად  NATO-ს საწინააღმდეგო განწყობის გაღვივებით იყო დაკავებული.

ასეთი გვერდების სამიზნე ისეთი ქვეყნები იყვნენ, როგორებიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი, უკბეკეთი, ესტონეთი, ყაზახეთი და სხვა. Facebook-ის ცნობით, მსგავსი გვედრების მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება საქართველოშიც ხდებოდა. ამერიკულმა სოციალურმა ქსელმა გააუქმა გვერდი, სახელწოდებით “საქართველო და რელიგია”.

რაც შეეხება თავად სპუტნიკს, Reuters-ის ინფორმაციით, რუსული სააგენტო Facebook-ის ამ ნაბიჯს პოლიტიკას უკავშირებს და აცხადებს, რომ ამ გვერებიდან 7 ეკუთვნოდა მეზობელ ქვეყნებში არსებულ მათ ბიუროებს.

Facebook-ის ცნობით, წაშლილ გვერდებზე ინფორმაცია უკვე მიაწოდეს აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებს, კონგრესსა და სხვა ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი