ახალი ამბები

თბილისში აფეთქებით დაზარალებულებს მოქალაქეები დახმარებას სთავაზობენ

17 იანვარი, 2019 • 4222
თბილისში აფეთქებით დაზარალებულებს მოქალაქეები დახმარებას სთავაზობენ

თბილისში, დიდ დიღომში მომხადრი აფეთქებით დაზარალებულებს მოქალაქეები დახმარებას სთავაზობენ. უბედური შემთხვევის შემდეგ სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი თუ კომენტარი გაჩნდა, რომლებშიც ადამიანები მზადყოფნას გამოთქვამენ, აფეთქებისას დაზიანებული კორპუსის მაცხოვრებლებს თავშესაფრით, წყლით, საკვებითა თუ ტრანსპორტირებით დაეხმარონ.

 

16 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისში, დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა გაზის კომპანიის წარმომადგენლებმა ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება “ყაზტრანსგაზ-თბილისმა” გაავრცელა. კომპანია ამბობს, რომ მუშაობს საგანგებო რეჟიმში. განცხადების მიხედვით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება და კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი