ახალი ამბები

CDD: ბიულეტენის ნაკლებობის გამო სპეცუბანზე ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა

12 ივლისი, 2014 • • 1094
CDD: ბიულეტენის ნაკლებობის გამო სპეცუბანზე ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა

პირველ შემთხვევაში, კრწანისის ოლქის #33 სპეც უბანზე ბიულეტენების ნაკლებობის გამო სპეცსიაში მყოფმა ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა, ხოლო  პატიმრებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არჩევნებში მონაწილეობა თავისუფლად მიიღეს. 

 

მეორე შემთხვევაში კი ხანდაზმულთა პანსიონატში არსებულ საარჩევნო სიაში არის ერთი ადამიანი, რომელმაც პანსიონატი უკვე დატოვა, თუმცა კვლავ ამომრჩეველთა სიაშია. 

 

“განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” ადგილობრივი თვითმმართველობის 2014 წლის მეორე ტურის საარჩევნო პროცესს საქართველოს 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 თვითმმართველ თემში 150- კაციანი სადამკვირევბლო მისიით აკვირდება. მისია სრულად ფარავს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებს. სულ  4 სპეც-უბანია შექმნილი, აქედან  3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და 1 ხანდაზმულთა პანსიონატში.

მასალების გადაბეჭდვის წესი