ახალი ამბები

კენიაში თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა

16 იანვარი, 2019 • 1107
კენიაში თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა

კენიის დედაქალაქში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი ხალხს გაუხსნეს კენიაში მდებარე სასტუმროს შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ინფორმაციას ამის შესახებ “ალ ჯაზირა” ავრცელებს.

თავდაპირველად თავდამსხმელები სასტუმროში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს, გარეთ გამოსული მოქალაქეები კი კოორდინირებული თავდასხმის მეორე ტალღის ქვეშ მოჰყვნენ. დაღუპულებს შორის არ არიან მხოლოდ კენიის მოქალაქეები. დასტურდება აშშ-ისა და ბრიტანეთის ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტიც.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის უკან სომალური შეიარაღბული დაჯგუფება ალ-შაბაბი დგას. დაჯგუფება სომალში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ მთავრობას ებრძვის.

კენიის დედაქალაქში თავდასხმა ამავე დაჯგუფების წევრების ხუთწლიანი სასამართლო პროცესის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ მოხდა. სასამართლო ვესტგეითის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის საქმეს განიხილავდა, რომელსაც, სულ მცირე, 63 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბრალდებულებს ტერორიზმსა და საბუთების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ, თუმცა დაკავებულები ბრალდებებს უარყოფდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი