ახალი ამბები

21-22 ივლისს ბათუმში ვიშეგრადის წევრი ქვეყნების მონაწილეობით კონფერენცია ჩატარდება

11 ივლისი, 2014 • • 1005
21-22 ივლისს ბათუმში ვიშეგრადის წევრი ქვეყნების მონაწილეობით კონფერენცია ჩატარდება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ კომიტეტის მიერ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. კერძოდ, მან დაასახელა კომიტეტის მიერ 2012 წლიდან ამ მხრივ განხორციელებული ძირითადი აქტივობები:

 

“კომიტეტის ინიციატივით მომზადდა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განმარტებითი ვიდეორგოლები, რომლებიც აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა. კომიტეტის რესურსის გამოყენებით ვრცელდება ყოველთვიური ბეჭდური და ყოველკვირეული ონლაინ დაიჯესტი”ევროპის დროით”. აღსანიშნავია, სატელევიზიო რუბრიკა “ევროპის დროით”, რომელიც ასევე კომიტეტის ინიციატივით გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის ეთერში”.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს აცნობა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით დაგეგმილი კონფერენციის “საქართველოს შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირისკენ შესახებ: ვიშეგრადის ჯგუფის წევრი სახელმწიფოების საპარლამენტო გამოცდილება, რომელიც ქალაქ ბათუმში 21-22 ივლისს ჩატარდება, მიზნად ისახავს ვიშეგრადის ჯგუფის წევრი ქვეყნების პარლამენტებთან საქართველოს პარლამენტის დაახლოებას. დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტისა და კონკრეტულად ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თანამშრომლობას საერთაშორისო დონორ ორგანზიაციებთან და მათი მუშაობის მნიშვნელობას ევროინტეგრაციის მიმართულებითა და სახალხო დიპლომატიის გაძლიერების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი