9 წლის ბავშვს უცნობი კაცი ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა; მიმდინარეობს გამოძიება

9 წლის ბავშვს უცნობი კაცი ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა;

როგორც ბავშვის დედამ ფეისბუკზე დაწერა, უცნობი კაცი მის შვილს პირადი ცხოვრების შესახებ ეკითხებოდა დეტალებს, მათ შორის, ჰყავს თუ არა შეყვარებული; ასევე, ეუბნებოდა, არავისთვის ეთქვა, რომ მასთან მიმოწერა ჰქონდა;

ბოლოს, როდესაც ბავშვმა მას აღარ უპასუხა წერილებზე, ფოტოების “სადღაც” ატვირთვით დაემუქრა.

დედის ცნობითვე, მან მალევე განაცხადა პოლიციაში, გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, საქმე აღიძრა და პიროვნების ვინაობაც დადგინდა.

ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს;

მათივე ცნობით, გამოკითხულია ბავშვი და ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com