ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, “აქსის თაუერთან”, სასწრაფო დახმარების მანქანა ტროტუარზე მდგარი მუშების ჯგუფს დაეჯახა.
ნეტგაზეთს შსს-დან აცნობეს, რომ შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შემთხვევა 9 იანვარს, დილის საათებში მოხდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების/ექსპლუატაციის წესის დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მუხლი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.