ნეტგაზეთი | საეჭვო დრონის გამო ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა რეისები შეაჩერა საეჭვო დრონის გამო ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა რეისები შეაჩერა – Netgazeti
RU | GE  

საეჭვო დრონის გამო ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა რეისები შეაჩერა

ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა ფრენები შეაჩერა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, აეროპორტის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ლონდონის ყველაზე დატვირთულ აეროპორტთან დრონის ფრენა შენიშნა.

“ვაცხადებთ, რომ დრონი თვალთვალს ახორციელებს ჰიტროუს აეროპორტზე. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ჩვენ შევაჩერეთ გამგზავრებები, სანამ პოლიციასთან ერთად საქმის ვითარებას ვიძიებთ”, – განაცხადა ჰითროუს აეროპორტის პრესსპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არა არის, როდესაც ლონდონის აეროპორტები დრონის გამო რეისებს აჩერებენ. გასულ თვეში მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონდა გეთვიკის აეროპორტში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.