ახალი ამბები

საგანელიძე: უფლება არ მაქვს მეუფე იაკობის გამონათქვამებზე კომენტარები ვაკეთო

9 ივლისი, 2014 • • 993
საგანელიძე: უფლება არ მაქვს მეუფე იაკობის გამონათქვამებზე კომენტარები ვაკეთო

დავით საგანელიძის თქმით, საქართველოს ეკლესია დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელსაც ვალდებულება აქვს თავისი მოსაზრება ნებისმიერ საკითხზე დააფიქსიროს:

 

“დამოუკიდებელ სტრუქტურას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან და საპატივცემულო ეკლესიას, აქვს უფლება პოზიციის გამოხატვის. განკითხვის უფლებას ვინც აძლევს თავის თავს – მისი საქმეა და მე ნამდვილად არ ჩავერევი და არც მაქვს უფლება ჩემთვის ძალიან საპატივცემულო პიროვნების მეუფე იაკობის გამონათქვამებზე გარკვეული კომენტარები გავაკეთო. მე მაქვს ჩემი შეხედუელბები, რითიც ვცხოვრობ.” 

 

კვირას, 6 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა  სამების ტაძარში ქადაგებისას სასამართლო სისტემა და ყოფილი ხელისუფლება გააკრიტიკა. 

 

NGO-ების გავრცელებული განცხადების თანახმად, “ქორეპისკოპოსი საკვარაო ქადაგებისას მრევლს მოუწოდებდა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და არ დაუშვან კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის გამარჯვება, ამასთან  იაკობი აკრიტიკებს ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკას:

 

“აღნიშნული განცხადება წარმოადგენს წინასაარჩევნო აგიტაციას – ამომრჩეველთა მოწოდებას საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე, ნებისმიერ საჯარო მოქმედებას, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას [და სხვა]. [1] ყველა ადამიანს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება და უფლება საჯაროდ მხარი დაუჭიროს სასურველ კანდიდატს, კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით. თუმცა საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას პირდაპირ უკრძალავს რელიგიური ორგანიზაციებს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი