ახალი ამბები

თუ პარლამენტი მოსამართლეების ამ სიას დაუჭერს მხარს, მე უმრავლესობას დავტოვებ – ნაცვლიშვილი

8 იანვარი, 2019 • 1631
თუ პარლამენტი მოსამართლეების ამ სიას დაუჭერს მხარს, მე უმრავლესობას დავტოვებ – ნაცვლიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოციალ-დემოკრატი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ თუ მმართველი გუნდი უზენაეს სასამართლოში ასარჩევად მოსამართლეების იმ სიას დაუჭერს მხარს, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა, უმრავლესობის რიგებს დატოვებს. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა პარლამენტში დღეს განაცხადა.

მისი თქმით, უმრავესლობაში დაპირისპირება აშკარად არსებობს და “რა სიმწვავე და ხასიათიც ამ პროცესს ექნება, ყველა ინდივიდუალურად, შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას”.

“თუ ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება და  ისევ თუ ამ ტიპის სია შემოვა, რა ტიპის სიაც იყო შემოსული, და უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ უმრავლესობას დავტოვებ“, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი