ახალი ამბები

Silk-TV-ს ექვსი რუსულენოვანი არხი ემატება

9 ივლისი, 2014 • • 2537
Silk-TV-ს ექვსი რუსულენოვანი არხი ემატება

“მომხმარებელთა თხოვნის გათვალისწინებით კომპანია სილქნეტმა დაასრულა მოლაპარაკებები რუსეთის ლიდერ ტელეკომპანიასთან, რის შედეგადაც SILKTV-ის 6 რუსულენოვანი არხი დაემატა”, – წერია კომპანიის ვებ–გვერდზე. ეს არხებია:

1. Первый канал (ОРТ )Всемирная сеть – არხი დაემატა SILKTV პაკეტებს: “დელუქსი” (DSL) და “დე ლუქსი” HD, ასევე განთავსდა თემატურ პაკეტში “პლიუსი”.
2. Дом Кино – არხი განთავსდა თემატურ პაკეტში “კინო” , ასევე დაემატა “დე ლუქსის” (HD და DSL) პაკეტს. 
3. Карусель არხი დაემატა თემატური პაკეტი “საბავშვო” 
4. Время: далекое и близкое – არხი დაემატა “დე ლუქსის” (HD და DSL) პაკეტს, ასევე თემატურ პაკეტს „ჰობი“.
5. Музыка Первого – არხი დაემატა პაკეტებს: “დე ლუქსი” პლუს+; „ლუქსი“; „დე ლუქსი“ HD; „ლაითი“ (DSL); და „დე ლუქსი“ (DSL)
6. Телекафе არხი დაემატა პაკეტებს: “დე ლუქსი” plus+; “ლაითი”; „ლუქსი“; „დე ლუქსი“ HD; „ლაითი“ (DSL); „დე ლუქსი“ (DSL)

 

მიუხედავად კომპანიის განცხადებისა, რომ ეს გადაწყვეტილება მომხმარებელთა თხოვნის გათვალისწინებით მიიღეს, facebook გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლების ნაწილი გადაწყვეტილებით კმაყოფილია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არხები, მათ შორის რუსეთის პირველი არხი (Первый канал (ОРТ )Всемирная сеть) კომპანიას საკუთარ ქსელში არ უნდა ჩაერთო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი