ახალი ამბები

გრიპის ვირუსი – სერგეენკო ტამიფლუს დეფიციტსა და იმაზე, თუ ვინ მიიღებს უფასოდ ამ პრეპარატს

5 იანვარი, 2019 • 1972
გრიპის ვირუსი – სერგეენკო ტამიფლუს დეფიციტსა და იმაზე, თუ ვინ მიიღებს უფასოდ ამ პრეპარატს

გაფართოვდება იმ ადამიანთა სია, რომელთა შემთხვევაშიც H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის სამკურნალო მედიკამენტი “ტამიფლუ” უფასოდ გაიცემა. ამის შესახებ დღეს, 5 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ორი დღის მანძილზე, სააფთიაქო ქსელებში აღნიშნული მედიკამენტის დეფიციტის ფონზე, “ტამიფლუს” მარაგები 10 იანვარს შეივსება და რიგ შემთხვევებში, მედიკამენტი უფასოდ გაიცემა. კერძოდ, “ტამიფლუს” უსასყიდლოდ მიიღებენ არამარტო ორსულები და სოციალურა დაუცველები, არამედ  ბავშვები და ასაკით პენსიონერები, ისინი ვისაც აქვს გულსისხლძარღვთა სისტემის რაიმე დაავადება, დიაბეტი, ონკოლოგია თუ სასუნთქი სისტემის დაავადებები.

“ასეთ შემთხვევებში მათ[ზემოთ ჩამოთვლილ პირებს] შეუძლიათ მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებების საქართველოს მასშტაბით და ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან გავცემთ ამ მედიკამენტებს”, – აღნიშნა მან და დაამატა:

“დღეს საღამოს დასრულდება შეთანხმება სააფთიაქო ქსელებთან და ჩვენ ამ ქსელებშიც გადავცემთ სამინისტროს მარაგებდან საკმაო რაოდენობას ამ მედიკამენტებისას ისე, რომ სააფთიაქო ქსელებში დეფიციტი არ შეიქმნას. ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ აფთიაქებში იქნება, შეგიძლიათ მიიღოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან 15 05”.

ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში გრიპის ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც “ნეტგაზეთს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ყველა შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სხვა თანმხლებ დაავადებებთან ერთად მიმდინარე  H1N1 ვირუსს (ე.წ. ღორის გრიპი).

http://batumelebi.netgazeti.ge/news/176529/?fbclid=IwAR1fEghMBCv8kvn27XDkaDaU76ZdyPsNyjVlrPsjUnfj9BQP27tVwncpH-k

მასალების გადაბეჭდვის წესი