ახალი ამბები

გორში 5 შვილის დედის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გრიპი გახდა

3 იანვარი, 2019 • 2650
გორში 5 შვილის დედის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გრიპი გახდა

დღეს, 3 იანვარს, გორის სამედიცინო ცენტრ “გორმედში” 40 წლამდე ქალი დაიღუპა. მას 5 შვილი დარჩა. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსმა ამირან გამყრელიძემ მიაწოდა.

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი არის ე.წ. ღორის გრიპი, თუმცა აღნიშნულის საბოლოოდ დასადასტურებლად ლაბორატორიული კვლევა ტარდება.

სამედიცინო ცენტრ “გორმედის” კლინიკური დირექტორის, დავით ყაზაიშვილის თქმით, პაციენტი კლინიკაში 2 იანვარს, შუადღისას შეიყვანეს.

“პაციენტი შემოსვლისთანავე გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე და დავიწყეთ აგრესიული რესპირატორული მხარდაჭერა, რადგან პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მიუხედავად ჩატარებული ინტენსიური თერაპიული ღონისძიებებისა, მისი მდგომარეობის დასტაბილურება ვერ მოხერხდა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია, სავარაუდოდ, გრიპი და ამით გამოწვეული მძიმე პნევმონია”, – უთხრა ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, გარდაცვლილს ჰქონდა თანმდევი დაავადება – გულის სამკარიანი სარქველის მანკი, რამაც მისი მდგომარეობა გაართულა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი