ახალი ამბები

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად რევაზ გაჩეჩილაძე დაინიშნა

7 ივლისი, 2014 • • 2777
დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად რევაზ გაჩეჩილაძე დაინიშნა

რევაზ გაჩეჩილაძე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე; ასევე, სხვადასხვა დროს იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოსა და სომხეთის რესპუბლიკაში.

 

რევაზ გაჩეჩილაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. იყო მეცნეიერებათა აკადემიის სოციოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. დღემდე ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია, ასევე, სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების (ლონდონი) საპატიო უცხოელი წევრი.

 

შეგახსენებთ, რომ საუბარი იყო დიდი ბრიტანეთის ელჩად მწერალ ზურაბ ქარუმიძის დანიშვნაზე. მისი ელჩად დანიშვნის საკითხის გარშემო ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა ელჩის პოზიციაზე და ამის მიზეზად მან დაასახელა ქარუმიძის ლიტერატურული ნამუშევარი, კერძოდ, რომანი “მელია-ტულეფია: Foxtrot”. ამ ინტერვიუს შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყვეს ის ინფორმაცია, რომ ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა განიხილებოდა ელჩის პოზიციაზე. 

რევაზ გაჩეჩილაძე/ფოტო: რადიო თავისუფლება
რევაზ გაჩეჩილაძე/ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი