“სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ სამართალდამცავები უკანონოდ მოქმედებდნენ, უკანონოდ დამაკავეს, მათ დაარღვიეს კონსტიტუცია, მოქმედებენენ ისე, როგორც ქუჩის ბიჭები, ძველი ბიჭები და ამისთვის პასუხი უნდა აგონ. მივმართავთ ყველა სამართლებრივ საშუალებას, რომ ფორმიანი იქნება თუ უფორმო, ამ ადამიანებმა ბოლომდე აგონ პასუხი”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

რაც შეეხება 4 ივლისს, ასევე, საქალაქო სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტისას დაკავებულ გოჩა დარჯანიას, ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 100 ლარით დააჯარიმა.

 

ლევან ბეჟაშვილს ბრალად ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისიწინებული წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებოდა. იგი გიგი უგულავას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ დააკავეს და პოლიციაში გადაყვანის შემდეგ გაათავისუფლეს.


ლევან ბეჟაშვილი გაათავისუფლეს/ გოგა ხაჩიძის ფოტო
ლევან ბეჟაშვილი გაათავისუფლეს/ გოგა ხაჩიძის ფოტო

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *