ახალი ამბები

ძალიან სამარცხვინო რამ მოხდა – დოლიძე მურუსიძის უვადოდ დანიშვნაზე

27 დეკემბერი, 2018 •
ძალიან სამარცხვინო რამ მოხდა – დოლიძე მურუსიძის უვადოდ დანიშვნაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ განწესების ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს.

მისი განცხადებით, მურუსიძის არჩევა პროცედურული დარღვევებით მოხდა და პროცესზე პასუხისმგებელი მმართველი გუნდია.

“დღეს ძალიან სამარცხვინო რამ მოხდა. იუსტიციის საბჭო ყოველდღე გვანცვიფრებს სამარცხვინო გადაწყვეტილებებით, სად მივალთ ბოლოში, არ ვიცით. ლევან მურუსიძის არჩევა ყველანაირი პროცედურის დარღვევით მოხდა. ის ფორმალურად უვადო მოსამართლედ დაინიშნა, თუმცა ლევან მურუსიძე სასამართლოში პარპაშებს მანამ, სანამ საქართველოში ეს ჯგუფი იპარპაშებს.

მე ვუსამძიმრებ ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეს საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ის გუნდი, რომელიც პარლამენტშია, პირადაპირ არის პასუხისმგებელი ამ შედეგებზე. თუ არ გამოფხიზლდა ქართული ოცნება, ეს არ იქნება იუსტიციის საბჭოს თავხედობის დასასრული”, – აღნიშნა მან.

იუსტიციის საბჭოში ლევან მურუსიძე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. საბჭოს 14 წევრიდან მურუსიძეს მხარი 11-მა წევრმა დაუჭირა, ორი – წინააღმდეგ წავიდა, ერთი ბიულეტენი კი ბათილად  ცნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი