ახალი ამბები

ლევან მურუსიძე უვადოდ დაინიშნა მოსამართლედ

27 დეკემბერი, 2018 • 5959
ლევან მურუსიძე უვადოდ დაინიშნა მოსამართლედ

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ უვადოდ განწესდა. შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ – 11-მა მათგანმა მიიღო. კენჭისყრა დღეს, 27 დეკემბერს შედგა.

მანამდე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს რამდენიმე საათით უსმენდნენ. სხდომის დაწყებამდე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ ორი წელია მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისწამება მიმდინარეობს და დღეს ყველა კითხვას გასცემდა პასუხს.

სხდომის დასაწყისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა აღნიშნეს, რომ მურუსიძესთან კითხვები არ ჰქონდათ. საბჭოს სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ორ საათზე მეტხანს კითხვებს უსვამდნენ  საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ლევან მურუსიძე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2015 წლის დეკემბერში აირჩიეს.

მას, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რომლის ძალითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.

მურუსიძე ასევე იყო სულხან მოლაშვილისა და სხვა გახმაურებული საქმეების მოსამართლეც. მის საქმიანობაზე იხილეთ სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება:

მასალების გადაბეჭდვის წესი