ახალი ამბები

ლევან მურუსიძე: არავითარი კლანი სასამართლოში არ არსებობს

27 დეკემბერი, 2018 • 3096
ლევან მურუსიძე: არავითარი კლანი სასამართლოში არ არსებობს

მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებით, სასამართლო სისტემაში არავითარი კლანი არ არსებობს. მისი თქმით, პირადად ის ამ სასამართლოს ლიდერია, რომელიც მოსამართლეებს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად აერთიანებს. ამის შესახებ მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს, 27 დეკემბერს ისაუბრა. მურუსიძე საბჭოსთან გადის გასაუბრებას, რათა მოსამართლის პოსტზე უვადოდ დაინიშნოს.

“სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით – არავითარი კლანი სასამართლოში არ არსებობს. მე ვარ ლევან მურუსიძე, ამ სასამართლოს ლიდერი, რომელიც აერთიანებს მოსამართლეებს რეალურად იმ თემებზე საბრძოლველად, რასაც ჰქვია სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა. თუ რამე პრეტენზია გაქვთ, აგერ მითხარით, რადგან მე მოვედი აქ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველა კითხვას გავცე პასუხი”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ლევან მურუსიძე ასევე აცხადებს, რომ უსამართლოდ ჩაგრავენ. მისი თქმით, არ სურს, საზოგადოებამ იფიქროს, რომ მურუსიძე იუდასთან ასოცირდება: “ჩემზე არ ლაპარაკობენ, რომ მე ვარ არაკომპეტენტური, ჩემზე ლაპარაკობენ, რომ ვარ არაკეთილსინდისიერი.”

მურუსიძეს დღეს გირგვლიანის საქმეც გაახენეს, რომელეზც გადაწყვეტილებას ის იღებდა:

საბჭოს ზოგიერთი არამოსამართლე წევრი აცხადებს, მე არ ვარ კეთილსინდისიერი. მაქვს სურვილი, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქნება თანახმა, კამერები შემოიტანოს ყველამ, გავიდეს ეს პირდაპირ ეთერში და დავამტკიცებ, რომ მურუსიძე არ ყოფილა გირგვლიანის საქმის მთავარი დამნაშავე და რეალურად ამ ყველაფერზე იწმენდნენ ხელს. რაზეც მე მედავებიან, ეს არის თითიდან გამოწოვილი და აბსურდული სამართლებრივი კუთხით.”

ლევან მურუსიძე უკვე წლებია, სასამართლო სისტემაში მუშაობს. ის იყო სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილისა და სხვა გახმაურებული საქმეების მოსამართლე. მის საქმიანობაზე იხილეთ სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება:

მასალების გადაბეჭდვის წესი