ეს კომენტარი პარლემენტის წევრმა საზოგდოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “მოამბეში” დღეს გააკეთა:  

 

“რამოდენიმე ადამიანის აყვანა მოხდა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არღვევდნენ წესრიგს, პობლემას ქმნიდნენ, გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ერთ–ერთი მათგანი აღმოჩნდა პარლამენტის წევრი, რომელიც დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს, როგორც კი გაირკვა, რომ ის იყო პარლამენტის წევრი. დღეს თუ საქართველოში ვინმეს აქვს განცდა, რომ ლევან ბეჟაშვილი ჯორჯ ქლუნია, რომელსაც მაინცდამაინც სახეზე უნდა იცნობდნენ, მგონია, ძალიან ცდებიან.”

 

ხიდაშელის თქმით, მიმდინარე პროცესები საფრთხეს ვერ შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიას: 

 

“შექმნილი ვითარება ვერ შეუქმნის საფრთხეს ვერც არჩევნებს, ვერც ქვეყნის დემოკრატიას. პირიქით, ეს არის ვითარება, რაც ჩვენ ვნახეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ხელს უწყობს [ეხლა ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამაზე სიცილს დაიწყებს] საქართველოში დემოკრატიის განვითარებას”.    

 

დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 4 ივლისს მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ თბილისის ყოფილ მერს და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. უგულავას მხარდამჭერები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პროკურორებს. დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი კი სამართალდამცავებმა კლინიკაშივე დააკვეს. 

 

დაკავებულთა შორის იყო დეპუტატი ლევან ბეჟაშვილიც, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. მისი  დაკავების უფლება სამართალდაცავებს არ ჰქონდათ კანონის მიხედვით.  იგი გაათავისუფლეს და შსს-მ განაცხადა, რომ დაკავებისას არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ბეჟაშვილი დეპუტატი იყო, თუმცა მისთვის ბრალი არ მოუხსნიათ და დანარჩენი დაკავებულების მსგავსად მასაც ბრალი ედება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში. 

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *