გიგლა აგულაშვილის თქმით, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ბიურო შესაბამის დასკვნას გააკეთებს:
“დეპუტატის დაკავება არ შეიძლება, თუ დანაშაულის ფაქტზე არ წაასწრებენ. ამას დამატებითი კომენტარი არ ჭირდება. მე ველოდები დეტალურ ინფორმაციას. შეიძლება საქმე პიროვნების დადგენასთან გვქონდა, ეს არ არის დაკავება, ამისთვის შეიძლება პოლიციაში წაიყვანო ადამიანი. მე არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ საბოლოო დასკვნა გავაკეთო. “
პიროვნების დადგენის მოტივზე აქცენტირებს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი თამაზ ავდალიანი. მისი ვარაუდით, პოლიციამ ბეჟაშვილი ვერ იცნო:
“როგორც კი გაარკვიეს, რომ დეპუტატია, მაშინვე გაუშვეს. დაკავება რომ მოხდა, შეიძლება ვერ იცნეს ბეჟაშვილი, 150 დეპუტატია პარლამენტში და თქვენ გგონიათ, რომ ყველა დეპუტატს სახეზე სცნობს პოლიციელი? მისი ვინაობა გადამოწმდა ბაზაში და მაშინვე გამოუშვეს. იმის ხარჯზე, რომ თითქოს ყველა[დეპუტატი] უნდა იყოს ცნობადი… ჩვეულებრივი პოლიციელია და პოლიცია არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, მას სულ არ აინტერესებს ვინ არის პარლამენტარი და ვინ არა,” – აღნიშნავს ავდალიანი და ამბობს, რომ ბეჟაშვილის განყოფიელბაში გადაყვანაში კანონდარღვევას ვერ ხედავს.
