“ხულიგნობა, მოგეხსენებათ, არავის არ ეპატიება. მით უმეტეს, როცა დეპუტატი ბრძანდება პიროვნება. მინდა მოვუწოდო პოლიციას, რომ იმოქმედონ კანონის შესაბამისად. ვინც ჩაიდენს დანაშაულს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს ინება თანამდებობის პირი თუ უბრალო მოქალაქე, ჩვენ ვართ ყველა თანასწორუფლებიანი კანონის წინაშე. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატოულ საქართველოს, თავისუფალ სახელმწიფოს, სადაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ყველა ერთნაირად მოექცევა კანონის ჩარჩოში. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში აღდგეს სამართლიანობა.ჩვენ ყველას არგად მოგვეხსენებოდა, რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში. როგორ უსწორდებოდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, როგორი ძალადობა მიმდინარეობდა ხელისუფლების მხრიდან გასხვავებული აზრის ადამიანებზე. როგორი ძალადობა მიდიოდა თქვენს კოლეგებზე, ჟურნალისტებზე. ეს ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება, დამთავრდება და არავის არ ექნება იმის საშუალება იძალადოს საკუთარ მოქალაქეებზე” –განაცხადა კახი კალაძემ.
დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 4 ივლისს მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ თბილისის ყოფილ მერს და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. უგულავას მხარდამჭერები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პროკურორებს. დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი კი სამართალდამცავებმა კლინიკაშივე დააკვეს.
დაკავებულთა შორის იყო დეპუტატი ლევან ბეჟაშვილიც, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. მისი დაკავების უფლება სამართალდაცავებს არ ჰქონდათ კანონის მიხედვით. იგი გაათავისუფლეს და შსს-მ განაცხადა, რომ დაკავებისას არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ბეჟაშვილი დეპუტატი იყო, თუმცა მისთვის ბრალი არ მოუხსნიათ და დანარჩენი დაკავებულების მსგავსად მასაც ბრალი ედება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში.

