პრემიერმინისტრმა ამ თემაზე კომენტარი მედიასთნ დღეს გაკეთა: 

 

“ეს არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი, ის ძლადობა, რაც ვიხილეთ. პოლიციელისადმი გაწეული წინააღმდეგობა არის დასჯადი ქმედება და პოლიცია მოიქცა აბსოლიტურად სწორად და კორექტულად. მინდა ვისარგებლო შემთხევვით და მივმართო პოლიციელებს, რომ ყველა მსგავსი ქმედება და ყველა მსგავსი უკანონობა დაუყოვნებლივ აღკვეთონ. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ეს ადამიანი” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არც ერთი მოქალაქე არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა: 

 

“მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, არც ერთი მოქალაქე დღეს საქართველოში არ დგას კანონზე მაღლა და არც იდგება. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ კანონი კანონობს. კანონის უზენაესობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ეს არის მთვარი მონაპოვარი ჩვენი დემოკრატიის. თქვენ იცით, რაც ხდება ევროპაში. რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვინდა ევროპაში შესვლა. ჩვენ გვინდა ევროპული დემოკარტია და ევროპული სტანდარტები. სწორედ ამ სტანდარტებს ვნერგავთ ჩვენ, რომ კანონზე მაღლა არც ერთი ადამიანია მისი პოლიტიკური და ნებისმიერი კუთვნილების მიუხედავად, ეს იქნება ყოფილი თანამდებობის პირი თუ სხვა, არვინ არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.”       

 

დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 4 ივლისს მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ თბილისის ყოფილ მერს და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. უგულავას მხარდამჭერები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პროკურორებს. დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი კი სამართალდამცავებმა კლინიკაშივე დააკვეს. 

 

დაკავებულთა შორის იყო დეპუტატი ლევან ბეჟაშვილიც, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. მისი  დაკავების უფლება სამართალდაცავებს არ ჰქონდათ კანონის მიხედვით.  იგი გაათავისუფლეს და შსს-მ განაცხადა, რომ დაკავებისას არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ბეჟაშვილი დეპუტატი იყო, თუმცა მისთვის ბრალი არ მოუხსნიათ და დანარჩენი დაკავებულების მსგავსად მასაც ბრალი ედება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში. 

 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014 წლის 16 იანვარი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014 წლის 16 იანვარი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *