“გიგი უგულავას ბევრ კონკრეტულ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. საქმის დეტალებს კონკრეტულად არ ვიცნობ და მეტს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ეს საკითხი ბოლომდე უნდა გაირკვეს, რადგან საზოგადოება ითხოვს სამართლიანობის აღდგენას და იმ ადამიანებს დასჯას, ვინც დანაშაული ჩაიდინა”, – განაცხადა კალაძემ ხუთშაბათს,  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

 

კალაძემ 3 ივლისს ასევე  უპასუხა კითხვას ბაქოს აეროპორტში მომხდარ ინციდენტზეც: 

 

ვიცეპრემიერი აცხადებს, რომ ბაქოს აეროპორტში საპარლამენტო უმცირესობის წევრების, ირმა ნადირაშვილის და ზურაბ ჯაფარიძის დაკავების მიზეზი შავი ფული გახდა: 

 

 “აზერბაიჯანი არის ჩვენი პარტნიორი სტრატეგიული ქვეყანა. არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რამოდენიმე დღის წინ იყვნენ დაკავებული კონტრაბანდისტები. 4 საათს გააჩერეს ქალბატონი ირმა ნადიარშვილი და ზურაბ ჯაფარიძე. მათ დიდი ოდენობით გადმოჰქონდათ “შავი ფული”. “ნაციონალური მოძრაობისთვის”, როგორც ჩანს, შავი ფული სიახლე არ არის, ბევრი სხვადასხვა გარემოებები იკვეთება. ყველას მოეთხოვება პასუხის გაცემა თავიანთ ჩადენილ დანაშაულზე” – აცხადებს კალაძე.  

 

მან ჟურნალისტების დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა.

 

კახი  კალაძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემა “პოლიტიკის დროში” 2014 წლის 1 ივლისს განაცხადა, ბაქოდან “ფულის კონტრაბანდისტების საქმე” მიჩუმათდა, რადგან სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის თემას წარმოადგენდა: 


“კონკრეტულად ირმა ნადირაშვილს 350 ათასი ედო ჩანთაში. დეტალები ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ ეს ყველაფერი მიჩუმათდა, რადგან აქ იყო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების თემა. ამის გამო ყველაფერი ჩაწყნარდა და არც ჩვენ მივყევით ასე ვთქვათ ბოლომდე, კონკრეტული მნიშვნელოვანი თემების გამო. თუ გახსოვთ, როცა ეს ორი პიროვნება თბილისის აეროპორტში ჩამობრძანდა, ბატონმა ჯაფარიძემ განაცხადა, ისინი იმყოფებოდნენ აზერბაიჯანში, ბაქოში და  განიხილავდნენ მარნეულსა და გარდაბანში მიმდინარე მოვლენებს. როცა ჩვენ ჩვენი კანდიდატი მარნეულში მოვხსენით, ეს ზუსტად იმის გამო გავაკეთეთ, რომ გვქონდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ზუსტად ეთნიკურ ნიადაგზე მარნეულის რაიონში არეულობის მოწყობას გეგმავდა”, – აღნიშნა კალაძემ.


შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 19 ივნისს ნადირაშვილსა და ჯაფარიძეს ბაქოდან თბილისში დაბრუნების დროს პრობლემები შეექმნათ.


თავდაპირველად საქართველოში რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ ისინი აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს ელექტროშოკების და მილიონი დოლარის შემოტანის მცდელობისთვის. ეს ინფორმაცია ბაქოდანვე სატელეფონო საუბარში ნადირაშვილმა არ დაადასტურა. ამის შემდეგ საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში განაცხადა, რომ დეპუტატები ბაქოს აეროპორტში შეაჩერეს. მისი თქმით, მილიონამდე არადეკლარირებული თანხის გადატანის მცდელობისთვის მიმდინარეობდა მოკვლევა და რამდენიმე საათის შემდეგ დეპუტატი აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად გაუშვეს.

 

19 ივნისს საღამოს ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ბაქო-თბილისის ავიარეისით დაბრუნდნენ თბილისში.

 

მათი განმარტებით, თავდაპირველად ჯაფარიძეს შეაყოვნეს ბაქოს აეროპორტში, მას დაახლოებით 20 -წუთიანი შემოწმება ჩაუტარეს, რის გამოც რეისზე დააგვიანდათ და შემდეგი რეისის ბილეთები აიღეს. ამის შემდეგ ისევ ქალაქში გავიდნენ აეროპორტიდან ყავის დასალევად, სადაც მათ ტელეფონით აცნობეს, რომ თბილისში გავრცელდა ინფორმაცია მათი დაკავების თაობაზე. ნადირაშვილის განცხადებით, როდესაც ისინი დაბრუნდნენ აეროპორტში, იქ ნამდვილად შეიქმნა პრობლემები, მათ დეტალური შემოწმება და ჩხრეკა ჩაუტარეს. დეპუტატები აცხადებენ, რომ ეს მოხდა საქართველოს მთავრობის ჩარევის შედეგად. დეტალური შემოწმების შემდეგ დეპუტატები თბილისში გამოფრინდნენ.

 

კახი კალაძე
კახი კალაძე

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *