ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა მრჩეველთა გუნდი წარადგინა

24 დეკემბერი, 2018 • 4835
სალომე ზურაბიშვილმა მრჩეველთა გუნდი წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 24 დეკემბერს, მრჩეველთა გუნდის ნაწილი წარადგინა.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, გუნდის ბოლომდე დაკომპლექტებას კონკურსის ჩატარება დასჭირდება.

როგორც ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია იქნება. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იქნება ქეთევან მახარაშვილი, რომელსაც ეთნიკურ უმცირესობებთან და გენდერულ საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია დაევალება. ის ასევე დროებით შეითავსებს პრესსპიკერის ფუნქციებს;

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები ასევე იქნებიან:

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებში – სიმონ პეტრიდისი;
  • დიასპორის და მოქალაქეობის საკითხებში – ნათია სულავა;
  • სამხედრო საკითხებში – აკია ბარბაქაძე;
  • საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში – ირინა შენგელია;
  • კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში – კოტე ნაცვლიშვილი;
  • პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, როგორც ცნობილი იყო, დიმიტრი გაბუნია იქნება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ასევე, იმუშავებს ქართველი ემიგრანტების შთამომავალი პიერ ალექსანდრე კრევო, რომელიც ქართულ-ფრანგულ ოჯახში დაიბადა და ამერიკაში ცხოვრობდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის თავიდან სტაჟიორი იქნება, შემდეგ კი გუნდს შეუერთდება.

ზურაბიშვილის წინამორბედის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში და საგარეო ურთიერთობათა მდივანი იყო თენგიზ ფხალაძე; მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე – სოფიო შამანიდი; პოლიტიკურ საკითხებში – ფიქრია ჩიხრაძე; ადამიანის უფლებების საკითხებში – კახა კოჟორიძე. ამ უკანასკნელმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა.

გთავაზობთ ზურაბიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ახლადდანიშნულ მრჩეველთა ბიოგრაფიების შესახებ:

ლაშა ჟვანია  

  • დაიბადა 1973 წლის 14 ოქტომბერს. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.
  • 1998 წელს გაიარა ადამიანის უფლებათა სასწავლო კურსი ბირმინგემის უნივერსიტეტში (გაერთიანებული სამეფო).
  • 1995-1998 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და დევნილთა სამართლის საკითხთა მკვლევარი (LLM).
  • 1995 წელს გაიარა ლიდსის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის კურსი (CPDS).
    1995 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის მე-3 მდივნად, 1995-1998 წლებში სხვადასხვა დროს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს მესამე მდივანი, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების სამმართველოს მესამე მდივანი, დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების მეორე მდივანი.
  • 1998-2002 წლებში იყო ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, შემდეგ კი კონსული.
  • 2002-2003 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ამავე პერიოდში იყო საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი.
    2004 წელს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ.
  • 2005 წელს იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში;
  • 2005-2008 წლებში – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში.
  • 2008 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრად.
  • 2008-2009 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
  • 2009 წელს დატოვა თანამდებობა და დააარსა საკონსულტაციო კომპანია Global Uni Group.
  • 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდს.
    2004 წელს მიენიჭებული აქვს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
  • ფლობს ინგლისურს, ივრითსა და რუსულს.

ქეთევან მახარაშვილი

განათლება – იურისტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, 1998 წ.
საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
ემორის უნივერსიტეტი, ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ 1994 წ.
პროფესიული წევრობა – ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო სამართალში, 2003 წლის ნოებმერი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ენები – ქართული (მშობლიური), რუსული და ინგლისური (სრულყოფილად), ფრანგული (დამწყები)
 დღემდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ-ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი,
პროფესიული გამოცდილება – 2012 აპრილი – ​გაეროს განვითარების პროგრამა,
დღემდე; ​ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის – პროგრამის მენეჯერი,
2009 თებერვალი – ​აქსეს მონიტორინგი – კვლევების ინსტიტუტი,
2012 აპრილი​ – ორგანიზაციის დირექტორი,
2008 აგვისტო – ​საკონსულტაციო მომსახურება,
2012 სექტემბერი – ​სხვადასხვა ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში,
​2004 აპრილი – ​საქართველოს პარლამენტის წევრი
2008 მაისი ​- იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი
​- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი
​- პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული საკითხების საკონსულტაციო საბჭოს კოორდინატორი
​- მილენიუმის გამოწვევა – საქართველოს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
​- ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს წევრი;
 2003 დეკემბერი – ​“ბი-ელ-სი” იურიდიული ფირმა, თბილისი, საქართველო
2004 აპრილი​ ადვოკატი
2003 ოქტომბერი​  – საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი
1999 აგვისტო –​აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის
2003 ოქტომბერი​ – მისია (USAID/Caucasus), თბილისი, საქართველო
იურისტი / სამართლებრივი პროგრამების კოორდინატორი
1998 სექტემბერი​ – ტრასეკა-ს საქართველოს და აზერბაიჯანის
1999 მარტი – ​რკინიგზების რესტრუქტურიზაციის პროექტი, თბილისი, საქართველო
​იურისტ-კონსულტანტი / ოფისის მენეჯერი
1997 აპრილი​​ – მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის რეფორმისა და
1998 მარტი​ რეაბილიტაციის ცენტრის პროექტი ტრანსპორტის დერეგულირების შესახებ, თბილისი, საქართველო
​სამართლებრივი ექსპერტი
1997 აპრილი​​ – მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის რეფორმისა და
1997 დეკემბერი – ​რეაბილიტაციის ცენტრის პროექტი სატრანსპორტო საწარმოების (საქართველოს საზღვაო სანაოსნოს) პრივატიზაცია, თბილისი, საქართველო
​პროექტის ასისტენტი
1996 სექტემბერი​ – ტრასეკა-ს სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩო
1997 დეკემბერი​ს – ისტემის პროექტი, თბილისი, საქართველო
​​​სამართლებრივი ექსპერტი
1996 სექტემბერი – ​ტრასეკა-ს ვაჭრობის ხელშეწყობის, საბაჟო
1997 თებერვალი – ​პროცედურებისა და სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობის პროექტი, თბილისი, საქართველო
​​​სამართლებრივი ექსპერტი
1996 აპრილი – ​​საერთაშორისო განვითარებისა და ენერგეტიკის
1996 აგვისტო​ – ასოციაცია (IDEA), თბილისი, საქართველო
​​​ადმინისტრაციული ასისტენტი
1994 ზაფხული​ – გაერო-ს ოფისი, თბილისი, საქართველო
​​​უმცროსი ასისტენტი
კონსტანტინე ნაცვლიშვილი
2009 წელს დაასრულა ქ. ბაზელის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის მენეჯმენტის ფაკულტეტი კულტურის პოლიტიკის სპეციალიზაციით. მუშაობდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის პროგრამის ხემძღვანელად.
2010-დან დღემდე კულტ. მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში არამატერიალური კულტ. მემჯვიდრეობის ექსპრტად (ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა და ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი იუნესკოს ნომინაციები).
2010- დან, სხვადასხვა დროს, იყო ევროსაბჭოს საქართველოს წარმომადგენლობაში მიწვეული ექსპერტი კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში.
2017-დან დღემდე არის ქუთაისში კრუკოვსკის სახელობის ქათულ-პოლონური არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის კოორდინატორი. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თსუ-სა და ჯიპა-ში.
სიმონი პეტრიდისი
2009 წელს დაამთავრა ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსტიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, ხოლო 2011 წელს მოიპვა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო და შედარებითი სამართალის მიმართულებით. ამჟამად სწავლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამარლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამაზე.
2014 წელს იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ორგანიზაციის “სოციალირი დაცვის ლიგა” პროექტების კოორდინატორი.
2014 წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით, იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მრჩეველი, რომლის უშუალო მოვალეობაში კანონპროექტების ანალიზი, კორექტირება, დასკვნების მომზადება, ახალი
კანონპროექტების მომზადება ინიცირებისთვის და ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარებთან ჰარმონიზაცია შედიოდა.
2018 წლის ივლისიდან საქართველოს მთავრობის ადმინიატრაციაში რეორგანიზაციისა და მრჩევლის თანამდებობის გაუქმების საფუძველზე მიენიჭა უფროსი სპეციალისტის რანგი, რომელიც დღემდე ეკავა და მის მოვალეობაში ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობის ანალიზი და საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება-ექსპერტიზა შედიოდა.
ირინე შენგელია
დაიბადა 1968 წლის 14 ივლისს, ქალაქ თბილისში.
1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია -საფორტეპიანო ფაკულტეტი,პიანისტი.
1991-1993 წლის ჩათვლით მუშაობდა ტელეკომპანია “იბერვიზიაში” შემეცნებით-გასართობი გადაცემისა და საინფორმაციო გადაცემა “მონიტორის” წამყვანად.
1994-1998 წლებში ცენტრალურ სამუსიკო კოლეჯში მუშაობდა პედაგოგად.
2002-2005 წლის ჩათვლით მუშაობდა გადაცემა “არტ-ბულვარში” ჟურნალისტად,
ამავე წლებში თოქ-შოუ “პირველი ნაბიჯი” , თოქ-შოუ “ნაბიჯი ჯანმრთელობისაკენ” წამყვანად.
2005-2009 წლებში იყო გადაცემის “თქვენი ექიმი” წამყვანი.
2007 წელს ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს წევრი.
2009-2011 წლებში მუშაობდა სადაზღვევო კომპანია “აი სი ჯგუფის” პიარ მენეჯერად.
2011-2012 წლებში იყო ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “ფლეშმობ შოუს” პროდიუსერი.
2012-2017 წლებში – ტელეკომპანია “იმედის” პროგრამის “იმედის დილა” პროდიუსერი.
2016 წლიდან დღემდე ა(ა)იპ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე.
ჰყავს ერთი შვილი.
ნათია სულავა
დაიბადა 1976  წლის 5 ნოემბერს.
დაამთავრა ქ. პარმის (იტალია) სასწავლო უნივერსიტეტის იურისპრუდენციის ფაკულტეტი. ფლობს სამრთლის მაგისტრის ხარისხს.
2017 წლის მარტიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
2001 წლიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა , რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში.
აქვს დიპლომატიურ სამსახურში  მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება.
2013-2016 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქობის და მიგრაციის სამსახურის უფროსი და ამავე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორი. აღნინულ პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მოქალაქეობის და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის სამუშაოებში . ასევე აქტიურად იყო ჩართული ვიზალიბერალიზაციის პროცესის შემფასებელი მისიის უწყებათაშორისი ჯგუფის მუშაობაში.
2017-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე  და ასევე მინისტრის აპარატში მრჩევლად. აქტიურად იყო ჩართული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ემუშავების პროცესსა და ამ მიზნით კანონმდებლობის ჰარმონიზაციისათვის შექმნილი ჯგუფის მუშაობაში.
ფლობს იტალიურ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ ენებს.
ჰყავს ორი შვილი.
დიმიტრი გაბუნია​
დიმიტრი გაბუნია დაიბადა 1977 წლის 10 თებერვალს. 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1999-2001 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურაში.
1997-1999 წლებში გაიარა სასწავლო პრაქტიკა საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტში, 1997-1998 წლებში გავლილი აქვს ტრენინგები კონფლიქტოლოგიისა და მოლაპარაკებების სტრატეგიის, საკანონმდებლო ტექნიკისა და კანონშემოქმედებითი პროცესის (USAID, AED) მიმართულებით, მონაწილეობდა სახელმწიფო სამართლებრივ ოლიმპიადაში „ადამიანი და კონსტიტუცია“.
2000 წელს სწავლობდა ცენტრალური ევროპის საკონსტიტუციო და საკანონმდებლო პოლიტიკის ინსტიტუტში (COLPI) ქ. ბუდაპეშტი.
1996-1999 წლებში დიმიტრი გაბუნია იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს წევრი, სამოქალაქო სამართლის განყოფილების უფროსი, 1998-1999 წლებში – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი. 1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტად. 2000-2003 წლებში იყო იურიდიული ფირმის – „კორძაძე და სვანიძე – ადვოკატები“ ადვოკატი. 2003-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საარბიტრაჟო პალატის დირექტორად. 2003-2005 წლებში იყო „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ადვოკატი, 2005 წლიდან 2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით – საადვოკატო ბიუროს „გაბუნია და პარტნიორები“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 2010 წელს დააფუძნა შპს „ადვოკატთა სკოლა“.
2018 წლის 18 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად.
ფლობს ინგლისურსა და რუსულს.
ალექსი ბარბაქაძე
დაიბადა 1966 წლის 7 იანვარს. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
1997 წლიდან გაიარა ბუნდესვერის ბატალიონის სამეთაურო კურსები (ოცმეთაური, ასმეთაური, ბატალიონის მეთაური), ხოლო 1999 წლიდან – ლოგისტიკის სამეთაურო კურსები (ლოგისტიკის პოლკი, სასაწყობო მეურნეობა, ლოგისტიკის სარდლობა).
2001-2002 წლებში წარჩინებით დაამთავრა ბუნდესვერის გენ.შტაბის აკადემია.
1991 წლიდან მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული დაზვერვისა და უშიშროების სამმართველოში;
1992-1993 წლებში იყო დაზვერვის ბატალიონის უფროსი.
1993 წელს – სწრაფი რეაგირების კორპუსის განყოფილების უფროსი, ეროვნული გვარდიის სარდალი – შემდგომში საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარმიო კორპუსის მეთაური,
1994-1995 წლებში – შსს შინაგანი ჯარის სარდლის I მოადგილე,
1995-1997 წლებში – საქართველოს შეირაღებული ძალების გვარდიის მთავარი სამმართველო
1997-1998 წლებში – პრეზიდენტის მთავარი სამხედრო ინსპექციის წევრი,
1998-2001 წლებში – თავდაცვის სამინისტროს ზურგის მთავარი სამმართველოს უფროსი,
2003–2004 წლებში – თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი,
2004-2005 წლებში – J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი, 2014 წლიდან პრეზიდენტის მრჩეველი
მონაწილეობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოებულ ბრძოლებში. ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებისა და დედოფლისწყაროსა და საგარეჯოში ნავთობით მდიდარ სტრატეგიულ რესურსებზე სახელმწიფოს კონტროლის აღდგენის ოპერაციებს.
ალექსი ბარბაქაძე არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სტრატეგიისა და რეფორმის ავტორი. შემუშავებული აქვს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის კონცეფცია. 2005 – 2006 წლებში, სტრატეგიული კვლევის ცენტრში კითხულობდა ლექციებს კონფლიქტოლოგიასა და ოსეთის შესაძლო კრიზისის განვითარების თაობაზე.
მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობაზე.
ფლობს გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი