“ივანიშვილს რუსეთში ეძახდნენ ზედმეტსახელად მგუდავს, მგუდავის თვისებაა ნელ-ნელა გუდოს თავისი მტერი. რასაც მთავრობა და პროკურატურა აკეთებს არის, რომ ყულფში აქვს მოჭერილი და ნელ-ნელა, ხან გირაოთი, ხან პატიმრობის მოთხოვნით და ხან უცხოეთში გასვლის შეზღუდვით ამ თოკს გიჭერს და გიჭერს და უნდა, რომ მოგახრჩოს. სასამართლო სხდომაზე ვინც იყო, ნახა, რომ ბრალდების მხარეს არანაირი არგუმენტი არ ჰქონდა. ჩემთვის ეს მეოთხე ბრალია და კიდევ სამ–ოთხს ალბათ დაამატებენ მაშინ, როცა ნარმანია ან მასზე უარესი ეყოლებათ ასარჩევი. დემონსტრაციულად ვაცხადებ, რომ ხვალ არის ევროსაბჭოს რეგიონებისა და თვითმმართველობების კონგრესის მონიტორინგის სხდომა კიშინიოვში და თუ მოვახერხე ბილეთის აღება, აუცილებლად წავალ. მარტო იმიტომ წავალ, რომ ჩამოვიდე. მე ბევრი ბრალი წამიყენეს და დღეს პირველად ვიყავი შეურაცხყოფილი, როდესაც ამ ხალხმა მომცხო ჩირქი იმით, რომ თითქოს გაქცევას ვაპირებდი”, – განაცხადა უგულავამ სხდომის დასრულების შემდეგ.

 

შეგახსენებთ, რომ თვილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არჩილ კალატოზიშვილმა არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარის შეფარდების და მისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევის თაობაზე და “სითი პარკის” საქმეზე უგულავას მიმართ აღკვეთის არც ერთი სახე არ გამოიყენა. 

 

 
 
 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *