ახალი ამბები

საოკუპაციო ხაზთან ერთი პირი დააკავეს

23 დეკემბერი, 2018 •
საოკუპაციო ხაზთან ერთი პირი დააკავეს

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსმა სამხედროებმა  ერთი პირი დააკავეს. დაკავების ფაქტი “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუდასტურა.

შემთხვევა დღეს, 23 დეკემბერს მოხდა. “რუსთავი2”-ის ცნობით, შემთხვევა სოფელ ხურვალეთში მოხდა და დაკავებულს დე ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

სუს–ის განცხადებით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის მისია და დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად მუშაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი