ახალი ამბებისამართალი

ახალაია სერგო თეთრაძის წამების საქმეზე: ეს ისეთივე ტყუილია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი

2 ივლისი, 2014 • 1507
ახალაია სერგო თეთრაძის წამების საქმეზე: ეს ისეთივე ტყუილია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი

“მინდა მივმართო არა რუსულ მეხუთე კოლონას და არა კრიმინალებს, არამედ ჯანსაღ ქართველ პატრიოტებს! მეგობრებო, ამ საქმეზე საუბარი არც ღირს, ეს ისეთივე ტყუილია, როგორებიც აქამდე ნანახი ყველა სხვა დანარჩენი, მთავარი კი ის არ არის, რომ დღეს საქართველოს ებრძვის რუსეთი ივანიშვილის ხელით, ემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, ყველას გთხოვთ, დააკვირდეთ მოვლენებს და ეს ცხადზე ცხადი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რუსეთი ახორციელებს ივანიშვილის ხელით სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლას, ჩვენ მაინც უნდა ვიბრძოლოთ, საქართველოს ბედი მაიც ჩვენს ხელთ არის, უნდა დავამარცხოთ მეხუთე კოლონა და საქართველოს მოვუტანოთ საბოლოო თავისუფლება”, – ნათქვამია ახალაიას განცხადებაში, რომელსაც მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი ფეისბუკის მეშვეობით ავრცელებს:

 

 

 

დღეს, 2 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას წარუდგინა ბრალდება წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კუთხით.

მასალების გადაბეჭდვის წესი