ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ილჰამ ალიევი: კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია

30 ივნისი, 2014 • • 1782
ილჰამ ალიევი: კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია

“აზერბაიჯანი – ქვეყანა, რომელმაც დინამიკურ და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას მიაღწია. სახელმწიფო მართვაში ეფექტურობის უზრუნველყოფა, ღია მმართველობის ინსტიტუტების დანერგვა, ელექტრონული მომსახურების განვითარება, ბრძოლა კორუფციასთან სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი მიმართულებებია,”- მიმართა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციის – “ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ” მონაწილეებს. კონფერენციას საერთაშორისო დელეგაციაც ესწრებოდა. 

 

მისი თქმით, აზერბაიჯანში არსებობს კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის ძლიერი პოლიტიკური ნება.

 

“კორუფციასთან ბრძოლის მხრივ იყო მთლიანად მოდერნიზებული საკანონმდებლო ბაზა და გატარდა ინსტიტუციური რეფორმები. თუმცა კორუფცია მაინც აქტუალურ პრობელმად რჩება მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროპის ქვეყნებში. ჩვენმა ქვეყანამ კორუფციასთან ბრძოლა პრიორტეტად გამოაცხადა აზერბაიჯანის თანათავმჯდომარეობის პერიოდში და აპირებს სერიოზულად დაკავდეს პრობლემებით, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები აწყდებიან,”- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. 

 

მიმდინარე წლის 14 მაისიდან აზერბაიჯანი ევროპის საბჭოში მინისტრთა კაბინეტს თავმჯდომარეობს. 

 

ილჰამ ალიევი; ფოტო: trend.az
ილჰამ ალიევი; ფოტო: trend.az

 

   მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი