გარდა ამისა, დუშეთის #6 და #47 უბნებზე ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებელ კანდიდატს ერგო, ხოლო ტყიბულის #5 უბანზე “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” კანდიდატმა გაიმარჯვა.
“ქართულმა ოცნებამ” ხმათა უმრავლესობა მიიღო შემდეგ უბნებზე:
მარნეული #25 – არჩევნებზე მივიდა 472 კაცი, აქედან 411 მიიღო “ქართული ოცნების” კანდიდატმა, 14 ხმა -“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, დანარჩენი ხმები სხვა კანდიდატებზე გადანაწილდა
მარნეული #57 – სულ 361 ამომრჩეველი დაფისირდა, აქედან 262 ხმა “ქართული ოცნების”, ხოლო 40 ხმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა დააგროვა.
თეთრიწყარო #5 – 190 ამომრჩევლიდან 178 ხმა “ქართული ოცნების” კანდიდატს ერგო, 7 ხმა – “ნინო ბურჯანაძე – ერთიან ოპოზიციას”.
დუშეთი #52 – სულ 114 ამომრჩეველი მივიდა, 94-მა ხმა მისცა “ქართული ოცნების” კანდიდატს, 6 – 44, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2 ხმა ერგო.
ქობულეთი #34 – 362 ამომრჩევლიდან 316 ხმა “ქათული ოცნების” კანდიდატმა მიიღო, 38 – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა.
ტყიბული #2 – 561 ამომრჩეველი მივიდა, 221-მა არჩევანი “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გააკეთა, ხოლო 173-მა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”. 155-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” კანდიდატს.
ახალქალაქი #1 – არჩევნებზე მისული 682 ამომრჩევლიდან 393-მა “ქართული ოცნების” კანდიდატს დაუჭირა მხარი, 245-მა – “არასაპარლამენტო ოპოზიციას”.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა შემდეგ უბნებზე:
ხონი #22 – 306 ამომრჩევლიდან 169-მა ხმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს მისცა, 134-მა -“ქართული ოცნების” კანდიდატს.
ზუგდიდი #32 – 538 ამომრჩეველი, 321-მა მხარი დაუჭირა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, 289-მ – “ქართული ოცნების” კანდიდატს.
ბათუმი #103 – 321 ამომრჩეველი მივიდა, ხმების უმრავლესობა, 162 ხმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მიიღო, “ქართული ოცნების” კანდიდატს 132 ხმა ერგო.
რაც შეეხება დანარჩენ უბნებს:
დუშეთი #6 უბანზე სულ 25 ამომრჩეველი მივიდა, აქედან 15-მა დამოუკიდებელ კანდიდატს რევაზ მოძმანაშვილს მისცა ხმა, 10-მა ამომრჩეველმა მხარი “ქართულ ოცნებას”დაუჭირა, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ამ უბანზე არც ერთი ხმა არ მიუღია.
რევაზ მოძმანაშვილმა გაიმარჯვა დუშეთი #47 და დუშეთი #4 უბნებზეც. # 47 უბანზე 350 ამომრჩევლიდან 211-მა არჩევანი მის სასარგებლოდ დააფიქსირა, ამავე უბანზე 125 ხმით ამომრჩეველმა მხარი “ქართულ ოცნებას” დაუჭირა, ხოლო 1 ხმა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ერგო. რაც შეეხება #4 უბანს, 458 ამომრჩევლიდან რევაზ მოძმანაშვილს 230-მა დაუჭირა მხარი, 211-მა ხმა “ართული ოცნების კანდიდატს მისცა, ამ უბანზე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 1 ხმა ერგო.
ტყიბული #5 უბანზე კი, 389 ამომრჩევლიდან 152-მა არჩევანი “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” სასარგებლოდ გააკეთა, 124-მა მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” კანდიდატს, ხოლო 102-მა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს.

