“ჩვენი ქვეყნის ყველა მუსლიმ მოქალაქეს გულითადად გილოცავთ რამადანის დადგომას. რამადანის წმინდა თვე  თქვენი რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ბურჯია და მსურს მისი ღირსეულად, რწმენითა და მოთმინებით განვლა გისურვოთ”, – ამ სიტყვებით ულოცავს საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს რამადანის დადგომას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

 

მარგველაშვილის თქმით, საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის აღმშენებლობაში:

 

“თქვენი უძველესი და თვითმყოფადი კულტურა და ტრადიციები კი ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, მისი მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია. კეთილდღეობას, დღეგრძელობას, წარმატებებსა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, – ნათქვამია მარგველაშვილის მილოცვის ტექსტში.

 

“ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და  მე მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობასა და წინსვლაში, და ყველა ერთად ვიცხოვრებთ ერთიან და ძლიერ საქართველოში!” – ამ სიტყვებით მიმართვს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამადანის დღესასწაულთან დაკავშირებით:

 

“საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს სულითა და გულით ვულოცავ წმინდა რამაზანის თვის დადგომას! რამაზანის თვე სრულიად განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია თითოეული მუსლიმანისთვის და მინდა ყველა თქვენგანს, თქვენს ოჯახებს ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა დაბედნიერება, სულიერი სიმშვიდე და კეთილდღეობა”.


მარხვა მუსლიმს სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს. მან დღის საათებში ყოველგვარი ფიზიკური სიამოვნებისგან თავი უნდა შეიკავოს – ჭამისგან, სმისგან და სქესობრივი ცხოვრებისგან, ამ აკრძალვებისგან იგი თავისუფლედება მზის ჩასვლის შემდგე, თუმცა მორწმუნეს ღამის საათებშიც მხოლოდ სიკეთის ქმნა მართებს. მარხვა 30 დღის მანძილზე გრძელდება და სამდღიანი ზეიმით მთავრდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *