მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ სფეროში არსებული ტენდენციების გაანალიზება, როგორც რეგიონალურ, ისე საერთაშორისო ჭრილში და საერთო ძალისხმევით მოხდეს მსჯელობა არსებული გამოწვევების დაძლევზე.

“უსაფრთხოების ცვალებად გარემოში საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის მკაფიო პოლიტიკას. ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი აქტიურად იყოს ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში. საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანია თანამედროვე და თავდაცვისუნარიანი ძალების განვითარება დემოკრატიული კონტროლის ქვეშ და ამაში ჩვენ ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინსტრმა თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაზრდის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების ამაღლების კუთხით. მისივე თქმით საქართველოს შეიარაღებული ძალები ამჟამად ნატოსთან თავსებადობის უმაღლეს საფეხურზე იმყოფება.

 

“მინდა განვაცხადო, რომ საქართველომ დაამტკიცა, რომ ის ერთგულად ემსახურება საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეს და ნამდვილად შესწევს უნარი საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *