“აქ დიდი ფილოსოფია და საფრთხეების ძიება არ არის საჭირო, ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების სამოქმედო გეგმა.
ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა, რომ კანონი იყოს ყველაზე უფრო ძლიერი და არა ძლიერი ადამიანები, რომლებიც კანონზე ბატონობენ.
ეს ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომ ჩვენი ცხოვრების სტანდარტები ავამაღლოთ იმ სტანდარტებამდე, რაც ევროპაშია, იქნება ეს განათლების, გზის თუ საკვები პროდუქტების ხარისხი.
ჩვენ აქამდეც ვიცოდით, რომ ყველაფროს ხარისხი უნდა გაგვეუმჯობესებინა, მაგრამ ადამიანის ბუნება ასეა მოწყობილი, სანამ დამატებით ვალდებულებას და პასუხისმგებლობას არ ავიღებთ თავზე, ისე მოშვებული ვართ ხოლმე.” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
