“პირველ რიგში, მივულოცავ ყველას ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, ეს არის ძალიან დიდი წინაგდადგმული ნაბიჯი ევროპული ოჯახისკენ. რაც შეეხება იმ ვალდებულებებს, რაც ჩემს სფეროში უნდა შესრულდეს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ეტაპობრივად უნდა მოვახდინოთ ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

 

სულ ახლახან, აპრილის თვეში მიღებული იქნა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები სურსათის უვნებლობის ეროვნულ კოდექსში. ეს არის ის დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს მთელი კანონმდებლობის, როგორც სურსათის უვნებლობის, ასევე ვეტერინარიის კუთხით მიღება.

 

ჩვენ უკვე დავდეთ მთავრობის მიერ დამტკიცებული ეროვნული, შვიდწლიანი გეგმა და 2014 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს დაახლოებით ოთხმოცდაათამდე ნორმატიული აქტის მიღება, რომლის მიხედვითაც მოხდება ჩვენი კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. შესაბამისად, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ თავინთი პროდუქტის სტანდარტები მიუახლოვონ იმ მაღალ სტანდარტებს, რაც აქვთ ევროპაში.” – განაცხადა შალვა ფიფიამ. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *