მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს ღონისძიება საქართველოში 12-16 ივლისს უნდა გამართულიყო. რუსეთის მედიის ცნობით, “მართლმადიდებელი რუსეთის ხმების” საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის ფარგლებში გადაწყდა. აღნიშნული ღონისძიება 2001 წლიდან იმართება და ითვალისწინებს რუსული სასულიერო მუსიკის შემსრულებელი რუსეთის საგუნდო კოლექტივების სხვადასხვა ქვეყანაში გამოსვლების ორგანიზებას.

 

“მართლმადიდებელი ხალხების ერთობის საერთაშორისო ფონდის” სამეურვეო საბჭოს რუსეთის პატრიარქი კირილი ხელმძღვანელობს.

 

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე 2013 წლის იანვარში გახდა “მართლმადიდებელი ხალხების ერთობის საერთაშორისო ფონდის” პრემიის ლაურეატი. ილია მეორეს გადაეცა პრემია “მართლმადიდებელი ხალხების ერთობის განმტკიცებაში გამორჩეული წვლილისა და საზოგადოების ცხოვრებაში ქრისტიანული ღირებულებების დამკვიდრებისა და განვითარებისთვის”. 

 

იმავე 2013 წელს საქართველოს პატრიარქი კიდევ ერთხელ იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ილია მეორე “პატივისა და ღირსების” ორდენით დააჯილდოვა. თავის მხრივ, ილია მეორემ რუსეთის მართლმადებლური ეკლესიის წინამძღოლი საქართველოში მიიწვია. 

ილია მეორე და რუსეთის პატრიარქი კირილი
ილია მეორე და რუსეთის პატრიარქი კირილი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *