ახალი ამბები

მარგველაშვილი: მაჭავარიანის გათავისუფლებაზე ივანიშვილს გავლენა არ მოუხდენია

20 ივნისი, 2014 • • 960
მარგველაშვილი: მაჭავარიანის გათავისუფლებაზე ივანიშვილს გავლენა არ მოუხდენია

“როგორც ლაშა, ასევე, ვანო არიან ძალიან კარგი პროფესიონალები. კვალიფიციური მუშაკები თავისი მიმართულებით, მინდა ასევე გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილის კომენტარებს ჩემი ბავშვობის მეგობრის, ვანოს თაობაზე არ უთამაშია როლი ამ გადაწყვეტილების მიღებაში. არანაირი კომუნიკაცია არ მომხდარა და არც გავლენა მოუხდენია. ბიძინა ივანიშვილმაც იგივე თქვა, როცა მას ეს კითხეს. შესაბამისად, ორივე სუბიექტისგან გაქვთ პასუხი ამ კითხვაზე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

  

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მიზეზით გაათავისუფლა მისი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი და ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე, პრეზიდენტმა თქვა, რომ ბიძინას არ მოუხდენია გავლენა გადაწყვეტილებაზე და ორივე არის თავისი საქმის პროფესიონალი, “მაგრამ ამ ვითარებაში ასე ჯობდა ჩვენთვის ყველასთვის”. 

 

2014 წლის 13 ივნისს ვანო მაჭავარიანმა და ლაშა აბაშიძემ თანამდებობები დატოვეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თხოვნის საფუძველზე. 

 

შეგახსენებთ, რომ ვანო მაჭავარიანის თემა ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი იყო. ამის შესახებ თავად არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელმა ივანიშვილმა ისაუბრა.

ვანო მაჭავარიანი და გიორგი მარგველაშვილი
ვანო მაჭავარიანი და გიორგი მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი