ახალი ამბები

ყვარლის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დააკავეს

12 თებერვალი, 2014 • • 1241
ყვარლის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე  დააკავეს

ოფიციალური ინფორმაციით, ოთარ ადომლიშვილმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას და ასევე, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში მდებარე 711 931 კვ.მ მიწის ფართობის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის აუქციონზე გატანის, მასში გამარჯვების და ქონებაზე ხელოვნურად ფასის დაკლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 50 000 ლარი.

 

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი