ახალი ამბები

ანონსი: 20 ივნისი

19 ივნისი, 2014 • • 984
ანონსი:  20 ივნისი

10:00 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე პენიტენციური ჯანდაცვის განვითარების 2014-2017 წლების სტრატეგიას წარადგენს. სანდრო ეულის ქუჩა N3 (ქავთარაძისა და ჯიქიას ქუჩებს შორის გადამკვეთი ქუჩა)


11:00 “პირველ პრესკლუბში” “არასაპარლამენტო ოპოზიციის”  ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები. მისამართი: წერეტლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.


11:30 “პირველ პრესკლუბში” პარტია “მომავალი საქართველოს” მერობის კადიდატი გიორგი ლაღიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თვითმმართველობის არჩევნების შედეგები.


12.00 საათზე, სასტუმრო “რედისონში” კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე და შტაბის წევრები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შეხვდებიან.  


12:00 საკრებულოს დეპუტატის გულიკო ზუმბაძის ინიციატივით საკრებულოში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. თემა : ქალაქის ნარჩენების პოლიგონის დახურვის გადაწყვეტილება.


12:30 “პირველ პრესკლუბში” სამხედრო ექსპერტი, საარჩევნო ბლოკ “არასაპარლამენტო ოპოზიციის” დიღმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თავდგირიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: Cy-25 ტიპის თვითმფრინავების გაყიდვა, თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეფასება.


13:00 “პირველ პრესკლუბში” კოალიცია “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” წევრი ირაკლი ჭყოიზე პრესკონფერენციას გამართავს. თემა:ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნების შედეგები.


13:30“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზურაბ აბაშიძე, თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეაფასებს.


14:00 მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და ევროპის სახლი გიწვევთ “პოლიტიკური დისკურსში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამოხატვის” მონიტორინგის და კვლევის – “სიძულვილის ენის აღმოფხვრა – კანონმდებლობიდან თვითრეგულირებამდე” პრეზენტაციაზე. მისამართი: შალვა დადიანის #2, (თავისუფლების მოედანი)

 


მასალების გადაბეჭდვის წესი