მათი ინფორმაციით, ის ზუგდიდში, ერთ–ერთი საარჩევნო უბნის კომისიის წევრი იყო და აკონტროლებდა, რომ ამომრჩევლებს ხმა “ქართული ოცნებისთვის” მიეცათ.
“უბნის კომისიის წევრად იყო ქალბატონი ნორა, გადაღებული კადრები ნათლად აჩვენებს, როგორ ახდენს ის ზეწოლას ამომრჩეველზე. ასეთ ფაქტებს ამ საარჩევნო უბანზე მრავლად ჰქონდა ადგილი. ქალბატონი ნორა ამ ფორმით აკონტროლებდა უბანზე მოსულ ამომრჩეველს, რომ მიეცათ ხმა “ქართული ოცნებისათვის”, ეს დარღვევა მისთვის, როგორც კომისიის წევრისთვის მინიმუმ ჯარიმას ითვალისწინებს”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
