როგორც ცესკოს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა განაცხადა, განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების გადაწყვეტილება მედიასაშუალებებით გავრცელებული ვიდეოების შესწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ მიიღეს. 

 

როგორც ნეტგაზეთს მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, იაკობ ასანიძემ განუცხადა, განმეორებითი კენჭისყრა ამ შემთხვევაში მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატების არჩევას შეეხება. 

 

რაც შეეხება საკითხს, დარჩებიან თუ შეიცვლებიან განმეორებითი კენჭისყრის დროს აღნიშნული უბნების საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები, იაკობ ასანიძის თქმით, დიდი ალბათობით უბნების კომისიის წევრები შეიცვლებიან – “ეს გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღებული”. 


არნეულის საარჩევნო ოლქის ორი უბნის, 57-ე და 25-ე უბნის შედეგები გავრცელებული ვიდეომასალების შემდეგ გაუქმდა.

 

მარნეულის 57-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე, მამედ პირიევი ნეტგაზეთთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ არ იცის, რა დროს ჩაყარეს ყუთში ბიულეტენები: “ალბათ მაშინ, როდესაც მე გასული ვიყავი შენობიდან.”

 

კითხვაზე, იცნობს თუ არა იმ პიროვნებას, ვინც გაყალბების ფაქტში უშუალოდ მონაწილეობდა, პირიევი აცხადებს: 

 

“ნაზიმ ალიევია, ძალიან დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, ბაქოში ცხოვრობს. ზუსტად ვიცი, რომ 41 ნომრის მხარდამჭერია. უბანში რა უნდოდა, არ ვიცი.” 

 

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, “ქართული ოცნების”კანდიდატს მერაბ თოფჩიშვილს ხმების 51.81% აქვს, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს – აკმამედ იმამკულიევს 31.74%.

 

იქამდე, სანამ 25-ე და 57-ე უბნების შედეგები გაუქმებოდა, მმართველი პარტიის კანდიდატს 52.48 % ჰქონდა.


 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *