ახალი ამბები

საკრებულოს თანამდებობის პირებს ხელფასის 300%-ის ოდენობის პრემია დაენიშნებათ

18 ივნისი, 2014 • • 1050
საკრებულოს თანამდებობის პირებს ხელფასის 300%-ის ოდენობის პრემია დაენიშნებათ

საკრებულოს განცხადებით, თბილისის საკანონმდებლო ორგანოს თანამდებობის პირებისთვის ხელფასის ოდენობის 300%-ით, ხოლო აპარატის თანამშრომლებისთვის 200%–იანი ოდენობის პრემიის გაცემა იგეგმება.

 

საკრებულო განმარტავს, რომ დაწესებულებაში არ არსებობს სახელფასო დანამატის პრაქტიკა და თანამშრომელთა წახალისება მხოლოდ პერიოდული პრემირებით ხდება. საკრებულოს ხელმძღვანელობა და აპარატი ბიუჯეტის მიღების დღიდან გადასულია არანორმირებულ სამუშაო რეჟიმზე, რათა ქალაქში განსახორციელებელი თითოეული პროექტი შეითანხმოს, რის გამოც ხშირ შემთხვევაში საკრებულოს ბიუროს სხდომები 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, აღნინშულია საკრებულოს განცხადებაში:

 

“საკრებულოს ამჟამინდელი შემადგენლობა მისი უფლებამოსილების ამოწურვის ბოლო დღემდე სწორედ ასე აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. ამიტომ სრულიად სამართლიანად მიგვაჩნია, რომ საკრებულოს დეპუტატებმა გაწეული შრომისთვის დამსახურებული პრემია მიიღონ.”

 

შემაჯამებელი პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა ერთპიროვნულად მიღებული, არამედ საკრებულოს მრავალპარტიული ბიუროს გადაწყვეტილებაა, რომელშიც შედიან როგორც უმრავლესობის, ასევე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო

მასალების გადაბეჭდვის წესი