ახალი ამბები

პარლამენტი პლენარულ სხდომებს არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემდეგ განაახლებს

18 ივნისი, 2014 • • 1154
პარლამენტი პლენარულ სხდომებს არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემდეგ განაახლებს

“არჩევნებამდე პლენარული სხდომები გვქონდა შეჩერებული, ვინაიდან საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით ერთი თვით ადრე პარლამენტი არ მუშაობს. არის საერთო პოზიცია. ვინაიდან ბევრ რაიონსა და ქალაქში მეორე ტური გრძელდება და მეორე ტურით დაფარული საქართველო არის ნახევარზე მეტი, ჩვენი ამომრჩევლების დაახლოებით ნახევარზე მეტი, ამიტომ პარლამენტის პლენარული სხდომები კვლავ შეჩერდება.” – განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი ფულესთან შეხვედრის დროს, 2013
უსუფაშვილი ფულესთან შეხვედრის დროს, 2013

მისივე თქმით, ამ ხნის მანძილზე კომიტეტები გააგრძელებენ მუშაობას.


პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას კანონმდებლები რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ ივლისის განმავლობაში.


შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველო 27 ივნისს მოაწერს ხელს, რის შემდეგაც პარლამენტმა უნდა მოახდინოს მისი რატიფიცირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი