ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა უმრავლესობა არ მივიდა

9 დეკემბერი, 2018 • 1652
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა უმრავლესობა არ მივიდა

სომხური მედია გამოცემები წერენ, რომ 9 დეკემბერს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა წინა წლებში ჩაატრებულ არჩევნებთან შედარებით უპრეცედეტოდ დაბალი იყო.

ოფიციალური ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა 48,63% [1 260 840 ]მივიდა.
შედარებითვის, 2017 წლის 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნების დროს აქტივობა, დაახლოებით, 61% შეადგინა.

რაც შეეხება დღევანდელი არჩევნების შედეგებს, ამ დროისთვის, წინასწარი ინფორმაცია მხოლოდ ცალკეული საარჩევნო უბნებიდან არსებობს. არსებული შედეგებით, ქვეყნის პრემიერ მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი “ჩემი ნაბიჯი” ლიდერობს.

სადეპუტატო მანდატებისთვის 11 პოლიტიკური გაერთიანება, 2 ბლოკი და 9 პარტია იბრძოდა. მათ შორის, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი “ჩემი ნაბიჯი”.

სომხეთი ახალ პარლამენტს 5 წლით ირჩევს. ეროვნულ კრებაში მინიმუმ 101 დეპუტატი მოხვდება.

აღნიშნული არჩევნების შედეგები იქნება ბოლო აკორდი იმ პოლიტიკური პროცესისა, რომელიც 31 მარტს დაიწყო და “ხავერდოვანი რევოლუციის” სახელი დაერქვა. ფაშინიანსა და მისი ბლოკის წევრებს, პარლამენტში დიდი უმრავლესობით შესვლის იმედი აქვთ.

სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, იმისთვის, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები  ჩატარებულიყო, პარლამენტს ორჯერ ვერ უნდა აირჩია პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად, ნიკოლ ფაშინიანს სურდა, რომ დეპუტატების უმრავლესობას მისთვის მხარი არ დაეჭირათ, რათა საპარლამენტო არჩევნები დეკემბერში შემდგარიყო.

უფრო ვრცლად სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ წაიკითხეთ აქ. 

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში; 9 დეკემბერი, 2018; ფოტო: ნეტგაზეთი

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში; 9 დეკემბერი, 2018; ფოტო: ნეტგაზეთი

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში; 9 დეკემბერი, 2018; ფოტო: ნეტგაზეთი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი