საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო პროგრამაში, მეორე ტურის წინ, რამდენიმე ათეული მომღერალი მონაწილეობდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბაზაზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მათი ჰონორარი 143-დან 600 ლარამდე მერყეობს.
ანგარიშების მიხედვით, მომღერალთა ნაწილი საკონცერტო პროგრამებში მონაწილეობისათვის 143 ლარს მიიღებს. ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში, ანაზღაურება 200, 250, 500 და 571 ლარამდე იზრდება. პროგრამაში მაქსიმალური ოდენობის ჰონორარს – 600-600 ლარს კი ღონისძიებების წამყვანები იღებენ.
დაახლოებით ასეთივე იყო მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის საკონცერტო პროგრამასა და სააგიტაციო კლიპში მონაწილეთა ანაზღაურება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროსაც.