ახალი ამბები

თელავმა არ მომცა ხმა და მინდა ვაჩვენო, რომ ყველას პრეზიდენტი ვარ — ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე

5 დეკემბერი, 2018 • 1838
თელავმა არ მომცა ხმა და მინდა ვაჩვენო, რომ ყველას პრეზიდენტი ვარ — ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე

სალომე ზურაბიშვილმა 5 დეკემბერს დაადასტურა, რომ მისი ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება. იმავე საღამოს ინაუგურაციის ადგილად თელავის არჩევა ორი მიზეზით ახსნა:

ზურაბიშვილის თქმით, იგი მხოლოდ ერთ ქალაქს განიხილავდა: “რამდენიმე სცენარი იყო, მაგრამ ჩემი წინადადება თელავია, რადგან მთელი ჩემი საარჩევნო კამპანია ამ თემაზე იყო, რომ ჩვენ რეგიონები უნდა ამოვწიოთ, რათა ისინი განვითარდეს. რეგიონების გარეშე საქართველო ვერ განვითარდება”, – განაცხადა მან.

მეორე მიზეზად კი ეს დაასახელა: “თელავმა არ მომცა ხმა. ეს არის ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა, ამით ვაჩვენო, რომ ყველას პრეზიდენტი ვარ, თუნდაც იმ ადამიანების, რომლებმაც ხმა არ მომცეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი