ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება

5 დეკემბერი, 2018 • 1293
სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება

არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ მისი ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება. რაც შეეხება უცხოურ დელეგაციებს, ზურაბიშვილის თქმით, მოსაწვევი გაეგზავნება ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს.

არჩეული პრეზიდენტი განმარტავს, რომ ეს ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ დაესწრება ინაუგურაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი