ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა რურუა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს ენმ-ში დაუდასტურეს.
რ2-ის ცნობით, სავარაუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა.
სასწრაფოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ პოლიტიკოსი მათ ეკიპაჟს გარდაცვლილი დახვდა. სასწრაფო დედამ გამოიძახა, რ2-ის ცნობით.
ნიკა რურუა 50 წლის იყო.
ნიკა რურუა მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრია, გარდა ამისა, ის 2009-2012 წლებში კულტურის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ტელესარეჟისორო ფაკულტეტი; ჯორჯიის სახელმწიფო სამართალმცოდნეობის სკოლა(ატლანტა, აშშ).
2000 წელს იყო ატლანტის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2000-2001წწ. ჯორჯიის ნატურალური რესურსების დაცვის დეპარტამენტის იურისტი(აშშ); 2004-2008წწ. გაზეთ “24 საათის” იურიდიული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 2009-2012წწ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. არის ავტორი სტატიების კრებულისა “თავისუფლების კანონი”.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
ამავე თემაზე
ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას – ზურაბიშვილი რურუას გარდაცვალებას ეხმაურება