ახალი ამბები

მლეთაში 17 წლის მოზარდს ეძებენ

12 ივნისი, 2014 •
მლეთაში 17 წლის მოზარდს ეძებენ

გურამ დადიანიძე თანატოლ მეგობრებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა და მისი კვალი ლომისის ტაძრიდან ჩამოსვლის შემდეგ იკარგება.

 

გურამ დადიანიძის დაკარგვის  შესახებ, “ნეტგაზეთს” მოზარდის მეგობარმა ანი გელაშვილმა აცნობა. ამის შესახებ ის “ნეტგაზეთის” “ფეისბუკის” გვერდზე წერს და დაკარგულის ფოტოსაც ავრცელებს:


“ლომისობას მთაში დაიკარგა ჩემი მეგობარი გურამი, (გურიკა) დადიანიძე 17 წლის. ეს ფოტოები დაკარგვის დღეს არის გადაღებული. უკვე 46 საათია ვეძებთ უშედეგოდ. სამძებრო სამუშაოები დაწყებულია, მაგრამ მაინც ვერ ვპოულობთ. დაგვეხმარეთ, თუკი ვინმეს გეცნობათ ან ნახეთ აუცილებლად შეგვეხმიანეთ.”

 

მცხეთა–მთიანეთის სამაშველო სამსხური მოზარდს ისევ ეძებს: “ახლაც გასულია ჯგუფი და მიმდინერეობს გურამ დადიანიძის ძებნა. ჯერ სიახლე არ არის. რა ინფორმაციაც მაქვს, არის ის, რომ უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე” – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში მცხეთა–მთიანეთის სამაშველო სამსახურის უფროსი გია აბუაშვილი. 

 

შსს–ს ცნობით, ჯერჯერობით სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული და გურამ დადიანიძის ძებნაში უწყების თანამშრომლებიც მონაწილეობენ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი