ახალი ამბები

მონაწილეობდა თუ არა საკრებულოს პროტოკოლის უფროსი ჩარკვიანზე თავდასხმაში – სასამართლო 12 დეკემბერს გაიმართება

1 დეკემბერი, 2018 • 3175
მონაწილეობდა თუ არა საკრებულოს პროტოკოლის უფროსი ჩარკვიანზე თავდასხმაში – სასამართლო 12 დეკემბერს გაიმართება

თბილისის საკრებულო აცხადებს, რომ გავრცელებულ კადრებში, რაც თაკო ჩარკვიანზე თავდასხმის ეპიზოდს ასახავს, ჩანს, რომ მათი თანამშრომელი, პროტოკოლის უფროსი დავით მაჭავარიანი თავს არავის დასხმია და აეროპორტში ჩხუბში მონაწილე პირებს აშველებდა. თუმცა, დავით მაჭავარიანი არის იმ სამ პირს შორის, რომლებიც შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძველზე დააკავა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

1 დეკემბერს ქუთაისის აეროპორტში ოპოზიციური გაერთიანების, “ძალა ერთობაშია”, წევრ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს, სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო, თავს დაესხნენ. შსს-მ ოთხი ადამიანი დააკავა, აქედან ერთი ძალადობის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსით), ხოლო სამი — წვრილმანი ხულიგნობის მუხლით (ადმინისტრაციული წესით).

ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ, რომელიც 1 დეკემბერს ესწრებოდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი ადამიანის სასამართლო პროცესს, ნეტგაზეთს აცნობა, რომ ორი მათგანი 700-700 ლარით დააჯარიმეს, ხოლო მესამის – დავით მაჭავარიანის – მიერ სამართალდარღვევა, ჯერჯერობით, არ დადასტურდა. თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 12 დეკემბერს ჩაინიშნა.

იგივე დაუდასტურა ნეტგაზეთს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა, ავთო კვინიკაძემ. მისი თქმით, საქმის წარმოება გრძელდება.

როგორც ჟურნალისტი ვაჩიბერაძე ამბობს, სამივე დაკავებული ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე გასაშველებლად მივიდნენ.

რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი დავით მაჭავარიანი იყო. “ნეტგაზეთმა” ეს ინფორმაცია რუსთავი2-ზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა აღნიშნულზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია. მაჭავარიანი, რომელიც ინციდენტში ფიგურირებს, აცხადებს, რომ გაშველებას ცდილობდა.

 

თავდასხმა თაკო ჩარკვიანზე და მის ოჯახზე ( ვიდეო )

© პირველი არხი

Posted by Mirian Jimmy Berulava on Saturday, December 1, 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი