ახალი ამბები

სარალიძე-მაჩალიკაშვილის მსვლელობა — ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა

1 დეკემბერი, 2018 • 1577
სარალიძე-მაჩალიკაშვილის მსვლელობა — ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა

დღეს, 2018 წლის 1 დეკემბერს, ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც სკოლის მოსწავლეები, ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე, ქუჩურის გარჩევისას დახოცეს. სარალიძის ოჯახი დღემდე ითხოვს მისი მკვლელების დასჯა და სახელმწიფოს გამოძიების ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

14:00 საათიდან დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, რომელიც შვილის მკვლელობის გამოზიების მოთხოვნით თვეებია, საპროტესტო აქციებს მართავს მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, დაიწყო მსვლელობა ხორავას ქუჩის მიმართულებით.

მსვლელობის მონაწილეები, პარლამენტიდან ხორავას ქუჩისკენ მიემართებიან. მსვლელობას შეგიძლიათ ნეტგაზეთის პირდაპირ ეთერში უყუროთ.

როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა ტრაგედიიდან 1 წლის თავზე, “არ მოხდა არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიება. სახელმწიფომ არ ჩაატარა გადაუდებელი, შესაძლო და გონივრული საგამოძიებო მოქმედებები მტკიცებულებების მოპოვების მიზნით და ამრიგად, სახეზე იყო სავარაუდო დანაშაულის ნიშნები გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი