ნეტგაზეთი | არავითარ რევოლუციას და არეულობას არ ვაპირებთ – ვაშაძე არავითარ რევოლუციას და არეულობას არ ვაპირებთ – ვაშაძე – Netgazeti

არავითარ რევოლუციას და არეულობას არ ვაპირებთ – ვაშაძე

“არავითარ რევოლუციას, არეულობას და დაპირისპირებას არ ვაპირებთ”, – ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

“ვაპირებთ იმის გაკეთებას, რის უფლებასაც კონსტიტუცია და კანონმდებლობა გვაძლევს. ჯერჯერობით რისი გაუქმებაც ივანიშვილმა საქართველოში ვერ მოასწრო, არის შეკრების და სიტყვის თავისუფლება”, – განაცხადა ვაშაძემ.

“ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. გაერთიანება კვირას, 15:00 საათზე რუსთაველზე აქციის გამართავს აპირებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ექსცესებსა და პროვოკაციებს, “ამან საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენა არ იქონია, რასაც ადასტურებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური დასკვნები და, როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები, ამ სურათს ვერავინ შეცვლის”.

“არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს და არეულობის და დისონანსის შემოტანის მცდელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სახლემწიფო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და მშვიდობიანი პროტეტსი უფლებას. არჩვენები დასრულდა და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს”, – განაცხადა ბახტაძემ.

გრიგოლ ვაშაძე კი ბატაძეს ქვეყანაში ეკონომიკასა და სიღარის დაძლევაზე ფიქრს ურჩევს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com